среда, 18 февраля 2009 г.

ლეილა

ჩემი სახელია ლეილა. ეს სახელი მშობლებმა ბებიის საპატივსაცემოდ დამარქვეს. ლეილა-არაბულ ენაზე ”ღამეს” ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით ”შავს”, ”შავგვრემანს”. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს,რომ არაბულში შესულია ძველი ებრაულიდან და ამ სახელის პირვანდელი სახელია ლილია, ლილი, რაც ნიშნავს ”შროშანს”. როგორც ჩანს ეს სახელი ნასესხებია ებრაულიდან. განსაკუთრებით გავრცელებულია მუსლიმანურ ქვეყნებში.


ძალიან მიყვარს ქართული ფილმების ვარსკვლავი, ჩემი მოსახელე, ქალბატონი ლეილა აბაშიძე, ასევე ცნობილი ჩოგბურთელი ლეილა მესხი. სამწუხაროა რომ საქართველოში ეს სახელი ბევრს არ ქვია.


ლ-ლაღი
ე-ერთგული
ი-ინდივიდუალური
ლ-ლმობიერი
ა-აზარტული.

ინტერნეტით შევიტყვე რომ, არსებობს სუნამო ”ლეილა”, ასევე სამკაულების ფირმა, რაც ძალიან მესიამოვნა.